მთავარიპოლიტიკა

სომხეთის და რუსეთის უშიშროების საბჭოებმა განიხილეს იარაღის მესამე ქვეყნებზე გაყიდვის საკითხი

სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის არმენ გრიგორიანის მიწვევით 2019 წლის 12-13 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი იმყოფებოდა სომხეთში. ინფორმაციას არმენ გრიგორიანის ოფისი ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა არმენ გრიგორიანისა და ნიკოლაი პატრუშევის  შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილეს უსაფრთხოების არაერთი საკითხი. კერძოდ, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეთა ურთიერთობების განვითარების, კუხო- ს ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების გამოყენების შესახებ. ასევე განიხილეს მესამე ქვეყნებზე იარაღის გაყიდვის რეგულირების საკითხი.

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს სომხეთსა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული მდგომარეობის შესახებ, ხაზი გაუსვეს სამხედრო ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ახალი საწარმოების დაფუძნების აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button