კულტურამთავარი

სომხეთი ჩვენი დღეების მსოფლიო რუკაზე სტრატეგიულ პოზიციას იკავებს: KCW Today

ისტორიული სილამაზისა და მნიშვნელობის  მქონე სომხეთს სტრატეგიული ადგილი უჭირავს მსოფლიო რუკაზე.

ამის შესახებ წერს  ბრიტანული ცნობილი  ჟურნალი «Kensington, Chelsea & Westminster Today», რომლის აგვისტოს ნომერის გარეკანი გაფორმებული იყო სომხური ანბანის მხატვრული გამოსახულებით.

ჟურნალმა სომხეთს დიდი რაოდენობით სტატიები მიუძღვნა  ქვეყნის ისტორიის, რელიგიის, ტურიზმისა და კულტურის შესახებ. სტატიების ავტორები ამ წლის ივნისში ეწვივნენ სომხეთს,  ქვეყანაში ორგანიზებული აზროვნების პირველ სომხურ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად.

 „ემსახურო სომხეთს, ნიშნავს ემსახურო მსოფლიო ცივილიზაციას“,-  ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრ უილიამ გლადსტონის სიტყვებით, რომელიც ეხება 1895 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა წინააღმდეგ განხორციელებულ ფაქტებს ავტორებმა დაიწყეს სტატიების სერია, რომელიც ეძღვნებოდა სომხეთს, აღნიშნეს, რომ ციტირებული სიტყვები დღესაც აგრძელებენ თავიანთ მნიშვნელობას, რადგან სომხეთი კვლავ აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას მსოფლიო მეცნიერებაში, კლასიკურ მუსიკაში, ჭადრაკში და სხვა.

ავტორები განსაკუთრებულად შეეხნენ  სომეხთა გენოციდს, აღნიშნეს, რომ 1915-1922 წლეებში დაახლოებით 1,5 მილიონი სომეხი დაღუპა ოსმანეთის იმპერიის მმართველი წრეების მიერ განხორციელებული მასიური ჟლეტის შედეგად. სტატიის ავტორები მკითხველებს მოუთხრობენ ერევნის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის შესახებ და ხაზს უსვამენ მის როლს გენოციდის  შესახებ სინამდვილის  გავრცელების მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button