შვეიცარიელი მილიონერი სომხეთში ბანკის ოქროს ზოდების წარმოებას აპირებს

გათვალისწინებული გეგმის თანახმად, სომხეთში აფინაჟური ქარხნის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 6 თვე გაგრძელდება. ამის შემდეგ სომხეთი დაიწყებს საბანკო ზოდების გამოშვებას. შვეიცარიელი მილიონერი ვარდან სირმაქეში აპირებს დაასრულოს თავისი პროექტი სომხეთში სუფთა ოქროს წარმოების შესახებ. ამის შესახებ მან აღნიშნა Sputnik სომხეთთან საუბარში. სირმაქეში არის სომეხი იუველირი და ბიზნესმენი, შვეიცარიული საათების კომპანიის ფრანკ მიულერის თანადამფუძნებელი. ხუთი წლის წინ მან გამოთქვა სომხეთში საბანკო ოქროს ზოდების ქარხნის აშენების სურვილი, და მემორანდუმი გააფორმა სომხეთის ცენტრალურ ბანკთან. ამ წლების განმავლობაში იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს აღჭურვილობის მომწოდებლებთან და საერთაშორისო სასერთიფიკატო კომპანიებთან. ოქროს ზოდების ჩამოსხმა თითქმის იგივეა, რაც დოლარის ან ევროს ბეჭდვა. ეს ნიშნავს გადახდის საშუალების გამოშვებას, რომელიც მიღებული იქნება მთელ საფინანსო სამყაროში.