საერთაშორისო

ზემო ლარსის ალტერნატივა: რუსეთ-საქართველოს საზღვარი უფრო მეტად დაუახლოვდება სომხეთს

საქართველოში რუსეთ-საქართველოს საზღვართან მიმდინარე წლის ბოლომდე  ახალი სატრანზიტო დერეფნის მშენებლობა დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ალიქ მედიის ინფორმაციით.

საქართველოს სტრატეგიული გზის  ზემო ლარსის მიმართულებით გადაჭიმული ახალი გზატკეცილი, ჩრდილოეთ – სამხრეთის პროექტის ნაწილია. იგი მნიშვნელოვნად შეამცირებს თბილისიდან ლარსის გამშვებ პუნქტამდე მოძრაობის ხანგრძლივობას, რაც ფაქტობრივად სომხეთისთვის ზემო ლარის ალტერნატივად იქცევა, რადგან როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, მოძრაობა შესაძლებელი იქნება წლის ყველა სეზონისთვის.

პროექტი ითვალისწინებს 22,7 კმ ასფალტიანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, მათ შორის 9 კმ გვირაბს, რომელიც საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება.

პროექტი, რომლის საწყისი ღირებულება  558.6 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული, განხორციელდება  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით.

ნახეთ მეტი
Back to top button