საზოგადოება

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავს ცეცხლი უკიდია

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავს ცეცხლი უკიდია. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს ოთხი სახანძრო მანქანა და მეხანძრე-მაშველები. ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცნო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები. 

მათივე ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის, შენობა სრულად ევაკუირებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button