პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი როდოლფო ნინ ნოვა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სომხეთში.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, სომეხი ხალხი უაღრესად მადლიერია იმისათვის, რომ ურუგვაიმ პირველმა აღიარა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად (1965წელს).
როდოლფ ნინ ნოვამ აღნიშნა, რომ ურუგვაის აღმოსავლეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერევანში გენერალური საკონსულოს დაარსებას, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. მან აღნიშნა, რომ ურუგვაი სომხეთთან ერთად იმყოფება გენოციდის საერთაშორისო აღიარების და დაგმობის პროცესში და გააგრძელებს მცდელობებს გენოციდების პრევენციის საკითხში.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ერთად მუშაობა, რომ პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე კონკრეტულ ეკონომიკურ ურთიერთობებად იქცეს, კონკრეტული შედეგებით. ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი დაეთანხმა სომხეთის პრემიერ -მინისტრს და აღნიშნა, რომ არის მრავალი სფერო, სადაც თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი ერთგულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპებისა და მაღალ შეფასებას აძლევს ურუგვაის აღმოსავლეთის რესპუბლიკის მიუკერძოებელ და ნეიტრალურ დამოკიდებულება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ. როგორც ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მისი ქვეყანაც მომხრეა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა.