სომხეთი მზადაა უმასპინძლოს STARMUS–ის მე -6 ფესტივალს

სრ პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება, შეხვდა STARMUS ფესტივალის ორგანიზატორებსა და საბჭოს წევრებს.
როგორც იუწყებიან სრ პრეზიდენტის აპარატიდან, მხარეებმა განიხილეს STARMUS–ის შემდეგი 6-ე ფესტივალის ორგანიზების შესაძლებლობა სომხეთში. ფესტივალი STARMUS აერთიანებს მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებს, ასტრონავტებს, მუსიკოსებს და ნობელის პრემიის ლაურეატებს, მიზნად აქვს რა შთააგონოს და განსწავლოს მკვლევართა ახალი თაობა.
შეხვედრის დროს ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, ერთ – ერთი ახალი საპრეზიდენტო ინიციატივის – სომხეთში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე მიმართულ პროგრამა ATOM (Advanced Tomorrow) –სა და STARMUS– ს შორის. სხვადასხვა კომპონენტის მქონე პროგრამა ATOM–ის ფარგლებში დაგეგმილია არა მხოლოდ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ქალაქის შექმნა, არამედ სამეცნიერო პარკის, ,,ხვალინდელ მუზეუმის“ შექმნა და აღინიშნა, რომ STARMUS შეიძლება იყოს საინტერესო პარტნიორი პროექტისათვის.