მთავარიპოლიტიკა

განიხილეს სომხეთ-გაეროს თანამშრომლობის ფარგლებში დოკუმენტის შემუშავების პროცესის შედეგები

სომხეთის ვიცე პრემიერმა  ტიგრან ავინიანმა მიიღო გაეროს მუდმივი კოორდინატორი შომბი შარპი.

როგორც ტიგრან ავინიანის ოფისი იტყობინება, განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესის კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები. ტიგრან ავინიანმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ვალდებულია მიაღწიოს მდგრადი განვითარების მიზნებს, ამ კონტექსტით შეეხო  სომხეთის გრძელვადიანი განვითარებისა და გარდაქმნის სტრატეგიას და ამ პროცესში მდგრადი განვითარების როლს.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, სომხეთი  განიხილავს 2020-ს გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში  მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიშის  წარდგენის შესაძლებლობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთი-გაეროს პარტნიორობის ფარგლებში დოკუმენტის შემუშავების პროცესის დეტალები და ხაზი გაუსვეს მთავრობასა და მუდმივი კოორდინატორის ოფისს შორის ნაყოფიერ  თანამშრომლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button