საზოგადოება

დაიწყო შემეცნებითი კამპანია „პრემიერია თქვენი ექსკურსიამძღოლი“

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის ინიციატივით დაიწყო კამპანია “პრემიერ მინისტრი თქვენი ექსკურსიამძღოლი”. როგორც უკვე  გაცნობებდით, 14 აგვისტოს, სრ პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნიდერლანდებისა და რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს უმასპინძლა და მათ ერევნის ღირსშესანიშნაობანი წარუდგინა.

ამავდროულად, ორ ათეულზე მეტი ტურისტისთვის სიურპრიზი იყო, როგორც ვიზიტების მარშრუტი, ასევე “თანმხლები ექსკურსიამძღოლი”.

აქციის შედეგად შეიქმნება სარეკლამო ვიდეორგოლი “პრემიერია თქვენი ექსკურსიამძღოლი”, რომელიც ფართო გავრცელებას ჰპოვებს და გაზრდის ტურისტების ცნობიერებას სომხეთის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სომხეთში უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდას.

ნახეთ მეტი
Back to top button