ეკონომიკა

სომხეთში უძრავი ქონების გარიგებები 17.1% –ით გაიზარდა. ნიკოლ ფაშინიან

2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით სომხეთში უძრავი ქონების გარიგებები გაიზარდა 17.1% -ით. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

”სასიხარულოა, რომ 2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით ინდუსტრიული მნიშვნელობის უძრავი ქონების გარიგებები გაიზარდა 11.7% -ით. უფრო მეტად სასიხარულოა, რომ  გარიგების ზრდა დაფიქსირდა რაიონებში და არა დედაქალაქ ერევნის ხარჯზე.

2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით იპოთეკური სესხების მოცულობა გაიზარდა 174% -ით, ხოლო 2019 წლის პირველ ნახევარში 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით 120% -ით. ეს მინიმუმ ბოლო ათწლეულისთვის სარეკორდო მაჩვენებელია,”- აღნიშნავს პრემიერ მინისტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button