სპორტი
ქართველი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი მედლით მესამე ადგილი დაიკავა
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირი ტალინში ჩატარდა.
შეჯიბრების ფინალში 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მან სომეხ მოჭიდავეს შანთ ხაჩატრიანს სძლია – 6:3.
ეს მედალი ესტონეთში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის მეორე მედალი იყო. მანამდე 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი გახდა ლერი აბულაძე.
მიუხედავად მხოლოდ ორი მედლისა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი რუს მოჭიდავეებს ერგო, ხოლო მეორეზე ირანელები გავიდნენ.