ეკონომიკა

სომხეთის პრეზიდენტი და მუბადალას ხელმძღვანელი იმსჯელებენ სომხეთში საინვესტიციო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი მანჩესტერში შეხვდა ინგლისის პრემიერ-ლიგის 2018/19 წლების ჩემპიონ საფეხბურთო კლუბის “მანჩესტერ სიტის”  პრეზიდენტს,  მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო კომპანია მუბადალას ხელმძღვანელ კალდუნ ხალიფა ალ მუბარაკს.

სრ პრეზიდენტის აპარატის უწყებით, შეხვედრაზე განიხილეს კომპანია MUBADALA– სთან თანამშრომლობის პერსპექტივები და კომპანიის მიერ სომხეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. საინვესტიციო კომპანია MUBADALA ძირითადად მოქმედებს მაღალი ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკის, ჯანმრთელობის დაცვის, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

კალდუნ ალ მუბარაკმა ასევე წარუდგინა პრეზიდენტ არმენ სარგსიანს The City Football Group ჰოლდინგის საქმიანობა, რომელიც ფლობს ინგლისურ კლუბს “მანჩესტერ სიტის”.  ამ კონტექსტში ასევე განიხილეს სომხეთში ფეხბურთის განვითარებისკენ მიმართული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები.

ნახეთ მეტი
Back to top button