კულტურამთავარი

ერევნის კინოფესტივალში „ფრესკო“ მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ფესტივალების პრეზიდენტები და კინომოღვაწენი

თანამედროვე ხელოვნებისა და სასულიერო თემაზე შექმნილი  ფილმების მე-6-ე საერთაშორისო ფესტივალი სომხეთში ჩატარდება  2019 წლის 23 აგვისტოდან 30 აგვისტომდე.

წელს „ფრესკოს“ მსვლელობისას  იქნება ახალი პროგრამები. იტალიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან წარმოადგენენ საკუთარი ფესტივალების გამოცდილებებს, მისიებსა და საუკეთესო ფილმებს (რუსული კონოს ფესტივალი „ფანჯარა ევროპისაკენ“, საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი „პოკროვი“, კათოლიკური ფილმების ფესტივალი „მაკროფილმი“,  საერთაშორისო ფილმების ფესტივალი „რელიგია დღეს“)

საზღვარგარეთიდან და სომხეთიდან ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა  30 სტუმარი, მათ შორის  მამაო მარექ ლისი (პოლონეთი), რომელიც მსგავსი ხასიათის ფესტივალებისას გამოდის ჟიურის შემადგენლობაში (კანი, ბრატისლავა,  ფრიბურგი, ვარშავა და სხვა), ისევე როგორც ფოტოგრაფი ისრაელიდან დ. ბრიკმანი.

სტუმრების სიაში არიან  კინოფესტივალების პრეზიდენტები, კინომოღვაწენი და სასულიერო პირები.

ნახეთ მეტი
Back to top button