ეკონომიკამთავარი

RyanAir უახლოეს მომავალში აპირებს სომხეთის საჰაერო ბაზარზე შემოსვლას

სრ პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ირლანდიული ავიალომპანია RyanAir–ის მთავარი კომერციული დირექტორი დევიდ ობრაიენი და მიმართულებების განვითარების ხაზით ხელმძღვანელი კეით შერი.

როგორც იუწყებიან სრ პრემიერ მინისტრის აპარატიდან, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობამ ტურიზმი პრიორიტეტად გამოაცხადა, სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამოქალაქო ავიაციის განვითარება. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აღმასრულებელი მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთის საავიაციო ბაზარზე ამ სფეროს წარმომადგენელი წამყვანი კომპანიების ჩართვას, ხოლო RyanAir– ის წარმომადგენლებთან შეხვედრა კარგი საბაბია თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად.

RyanAir– ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანია აპირებს უახლოეს მომავალში სომხეთის საჰაერო ბაზარზე შესვლას და ამჟამად მიმდინარეობს დისკუსიები სამოქალაქო ავიაციის კომიტეტთან და აეროპორტ ,,ზვართნოც“-თან. მან წარმოადგინა ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის გავრცელების ხედვა, ისაუბრა რა სომხეთიდან ფრენების ახალ მიმართულებებზე, სატარიფო პოლიტიკასა და სხვა საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button