პოლიტიკა

გაეროში ვრცელდება არცახის რესპუბლიკის ნებაყოფლობითი ეროვნული მოხსენება.

გაეროში ოფიციალური დოკუმენტის სახით გავრცელდა არცახის რესპუბლიკის ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიში გაეროს ,,მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგში“ შეტანილი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ.

როგორც იუწყებიან არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოხსენება წარმოადგენს არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე  დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით არცახის მთავრობების მიერ გატარებული პოლიტიკის შესახებ ყოვლისმომცველ დოკუმენტს.

მოხსენებაში მოცემულია ინფორმაცია მდგრადი განვითარების სფეროებში კონკრეტული მიზნების განხორციელების მიღწევაში აღნიშნული პროგრესის შესახებ, აზერბაიჯანის მხრიდან უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების, ასევე არცახის რესპუბლიკის მოსახლეობის ფიზიკური არსებობისთვის საფრთხეების მიუხედავად.
დოკუმენტის ტექსტი გამოქვეყნებულია გაეროს ოფიციალურ ვებსაიტზე.

ნახეთ მეტი
Back to top button