საზოგადოება

ასტრონომიის მესამე რეგიონალური სემინარი გაიმართება ბიურაკანში

სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვ.ჰამბარძუმიანის სახელობის ბურაკანის ობსერვატორიაში 11-13 სექტემბერს გაიმართება სამხრეთ-დასავლეთი და ცენტრალური აზიის საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მე -3 რეგიონალური ასტრონომიული სემინარი.

როგორც იუწყებიან ბიურიკანის ობსერვატორიიდან, რეგიონალური სემინარის მიზანია სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების, გამოცდილების გაცვლა კვლევის, ასტრონომიული განათლებისა და პუბლიკაციის, ასტრონომიული ტურიზმის სფეროებში. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ დელეგატები სამხრეთ–დასავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონალური ცენტრის წევრ ქვეყნებიდან: საქართველოდან, ტაჯიკეთიდან, ყაზახეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ასევე უკრაინიდან, რუსეთიდან და სხვა მრავალი ქვეყნიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button