საზოგადოება

სოხეთის პრემიერ-მინისტრი და ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯერმუკში გაემგზავრნენ ამულსართან დაკავშირებით მოსახლეობასთან სასაუბროდ.

სოხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ სურენ პაპიკიანის თანხლებით ჯერმუკში გაემგზავრა, რათა გაეცნოს ამულსარის მაღაროს ექსპლუატაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის მოსაზრებებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

სრ პრემიერ მინისტრმა მოკლე საუბარი გამართა ჯერმუკის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებთან, რომლებიც ამულსარის მაღაროს ექსპლუატაციის წინააღმდეგი არიან. მან აღნიშნა, რომ თუ მაღარო მუშაობას დაიწყებს, მისი მუშაობა არ მოახდენს გავლენას  ჰაერზე, წყალზე, ნიადაგზე და არც ხმაურის დონეზე.

”ბალახი, რომელსაც ჩვენი ცხვრები სძოვენ, ხოლო ცხვრის ხორცს სჭამენ ჩვენი შვილები,თუ საშიში აღმოჩნდება, მაღარო არ გადაეცემა  ექსპლუატაციაში,” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა ჯერმუკში.

ნახეთ მეტი
Back to top button