პოლიტიკა

გერმანიამ დაასრულა სომხეთ-ევროკავშირის ხელშეკრულების რატიფიკაციის შიდა პროცედურები

გერმანიამ ევროკავშირის საბჭოს აცნობა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული შეთანხმების რატიფიკაციისთვის საჭირო შიდა პროცედურების დასრულების შესახებ. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ანა ნაღდალიანმა.
”23 აგვისტოს გერმანიამ აცნობა ევროკავშირის საბჭოს  გერმანიის მიერ სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული შეთანხმების რატიფიკაციისთვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ”, – წერს ნაღდალიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button