პოლიტიკა

თურქული მედია აღაშფოთა ისრაელის ავტორების მიერ სომხური გენოციდის შესახებ გამოცემულმა წიგნმა

ისრაელელი ისტორიკოსების ნენნი მორისის და დრორ ზეევის თანაავტორობით 2019 წლის 24 აპრილს გამოიცა სამეცნიერო კვლევითი წიგნი სახელწოდებით: ”30 წლის გენოციდი. ქრისტიანული უმცირესობების განადგურება თურქეთში (1894-1924წ.წ.), რომელიც ასევე იყო გაშუქებული თურქული პრესის მიერ, იუწყება ,,ერმენიჰაბერი“.
წიგნი გამოიცა ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.
წიგნში ნათქვამია, რომ ოსმალეთის იმპერიისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობების ბრძანებით დაიხოცა დაახლოებით 4 მილიონი სომეხი, ბერძენი და ასურელი.
ისრაელელმა ავტორებმა თავიანთ ნაშრომში გამოიყენეს ისეთი ცნობილი თურქი ისტორიკოსების, როგორიცაა თანერ აქჩამის, სომეხი გენოციდოლოგ რაიმონდ გევორგანის, საეკლესიო პირის, ეროვნული და საზოგადო მოღვაწე გრიგორის პალაქიანის და თურქ ისტორიკოს ფუატ დიუნდარის ნაშრომები.
წიგნი დაყოფილია სამ ნაწილად: პირველ ნაწილში შედის 1894-1896 წლებში დაახლოებით 200 000 ქრისტიანი სომეხის ხოცვა, ხოლო მეორე ნაწილში შედის უფრო დიდი მოცულობის დეპორტაციები და ხოცვა-ჟლეტა, რომელიც დაიწყო 1915 წელს, და აღიარებულ იქნა, როგორც გენოციდი, მესამე ნაწილში, დარჩენილი ქრისტიანების (ძირითადად ბერძნების) დეპორტაცია 1919-22 წლებში, რომელსაც თურქები უწოდებენ “დამოუკიდებლობის ომის წლებს”. წიგნში ასევე განხილულია დაახლოებით 250 000 ასურელი ბედისწერა.
ისტორიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 1915-16 წლების მოვლენები კარგად არის დაფიქსირებული, რაც 1,5 მილიონი მსხვერპლის დანაშაულის გენოციდად წოდება დასაბუთებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button