ეკონომიკამთავარი

სომხეთის უპილოტო საფრენი აპარატები საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება

სამხედრო ინდუსტრიის სფეროში უკვე შემდგარი კომპანია “დავოს”-ის პროდუქცია იქმნება უახლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კომპანიის ხელმძღვანელებმა “რადიოლურს” განუცხადეს, რომ პროდუქცია კონკურენტუნარიანია როგორც ხარისხით, ასევე ფასით და მას  შესაძლებლობა აქვს დაიკავოს თავისი ადგილი უცხოურ ბაზარზე. კომპანიის მიერ შექმნილი 12 პროექტი ელოდება სერიულ წარმოებას, მათ შორისაა შეიარაღებულ ძალებში გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატები. სამი წლის განმავლობაში კომპანიამ დიდი გამოცდილება და ცოდნა დააგროვა სისტემების შესაქმნელად, რომელიც სომხეთის შეიარაღებულ ძალებში ეფექტურად იქნება გამოყენებული.

”დღეს ჩვენ გვაქვს სრული სისტემა, რომელიც არ ჩამოუვარდება  უცხოური წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა დევიდ გალოიანმა.

კომპანია ასევე გეგმავს არასამხედრო სამრეწველო პროდუქციის სერიის შექმნას, რითაც ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე წვდომა უფრო იოლი გახდება.

ნახეთ მეტი
Back to top button