პოლიტიკა
სომხეთში ჩამოვა დელეგაცია შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის ანდრეას ნორლენის ხელმძღვანელობით

26-28 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩამოვა დელეგაცია შვედეთის რიკსდაგის ლიდერ ანდრეას ნორლენის მეთაურობით, აუწყებს სრ ეროვნული კრების პრესსამსახური.
დელეგაციაში შედიან ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერები და ყველა ფრაქციის ხელმძღვანელები.
ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული კრების სპიკერ არარატ მირზოიანთან, პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II- სა და სრ ეროვნული კრების სომხეთ-შვედეთის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.