მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი კვლავ რჩება არცახის ხალხის არსებობის საფრთხე. ზოჰრაბ მნაცაკანიანი

აზერბაიჯანის მცდელობები დაარღვიოს სამხედრო-პოლიტიკური ბალანსი, რაც აქამდე გამოიხატა ძალის გამოყენებითაც, წარმოადგენს საფრთხეს რეგიონალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა  საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეკრებაზე.
”სომხეთი მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ ვერ მიიღებს აზერბაიჯანის მხრიდან ძალის აშკარა ან ფარული გამოყენების საფრთხეს და ცეცხლის შეწყვეტის პირობების ყველა ამბიციას. დაძაბულ გარემოში მოლაპარაკებების მართვის აზერბაიჯანის მცდელობა  აფერხებს მშვიდობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და ამით ხელს არ უწყობს პრობლემის ხანგრძლივ და სრულყოფილად მოგვარებას. თავისი უცვლელი ანტი-სომხური პოლიტიკით, აზერბაიჯანი კვლავაც საფრთხეს უქმნის არცახის ხალხის არსებობას. მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო სომხეთს და არცახს გააჩნიათ საკმარისი ძალა მშვიდობის უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნა მნაცაკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button