მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და შვედეთის პარლამენტის სპიკერებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა არარატ მირზოიანმა და შვედეთის სამეფოს რიქსდაგის სპიკერმა ანდრეას ნორლენმა განიხილეს მრავალ სფეროებში სერიოზული ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა არარატ მირზოიანმა.

”ჩვენ განვიხილავთ სერიოზული პარტნიორობის დაწყების შესაძლებლობას ინფორმაციული ტექნოლოგიების, სატყეო მეურნეობის, წყლის რესურსების მენეჯმენტის, განახლებადი ენერგიის, აგრეთვე სამთო, ნარჩენების მართვისა და სხვა მრავალ საკითხებში. ეს ის მიმართულებებია, სადაც შვედეთის გამოცდილება ნამდვილად სამაგალითოა ჩვენთვის”,- აღნიშნა მირზოიანმა.  

რიკსდაგის სპიკერმა აღნიშნა, რომ შვედეთს სურს მხარი დაუჭიროს ხავერდოვანი რევოლუციის განხორციელებას სომხეთში და სომხეთის გზას დემოკრატიული რეფორმისკენ.

26-28 აგვისტოს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება შვედეთის რიქსდაგის დელეგაცია, მისი ხელმძღვანელის ანდრეას ნორლენის მეთაურობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის სამი ვიცე-სპიკერი და ყველა ფრაქციის ხელმძღვანელები.

ნახეთ მეტი
Back to top button