პოლიტიკა

სომხეთის სასამართლო სისტემის რეფორმის პროგრამები მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის. სვიტალსკი

სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა პიოტრ სვიტალსკიმ მაღალი შეფასება მისცა იუსტიციის მინისტრ რუსტამ ბადასიანის და მისი გუნდის მუშაობას სასამართლო რეფორმის კონცეფციის შემუშავებისას.

რადიო ”თავისუფლების ” სომხეთის სამსახურის დირექტორ ჰრაირ თამრაზიანთან ინტერვიუში, სვიტალსკიმ განაცხადა, რომ იმას, რაც ამჟამად ხდება სომხეთში, სასამართლო სისტემის რეფორმირების მცდელობის თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისთვის.

”ტექნიკური დახმარების გარდა, ევროკავშირი მზად არის ფინანსური დახმარება გაუწიოს სომხეთს, რათა სომხეთის მთავრობას დაეხმაროს რეფორმირების პროგრამების განხორციელებაში. მართლმსაჯულების რეფორმები მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, მათ შორის უცხოური ინვესტიციებისთვის. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი დემოკრატიული პროცესებისთვის, როგორიცაა თავისუფალი არჩევნები, მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ”- აღნიშნა სვიტალსკიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button