პოლიტიკა

სუვერენიტეტი, სომეხთა ერთობა, ურთიერთთანამშრომლობა. სრ საგარეო პოლიტიკის პრინციპები

სომხეთის საგარეო პოლიტიკის სამი ძირითადი პრინციპია: სუვერენიტეტი, სომეხთა ერთობა და ურთიერთთანამშრომლობა. ამის შესახებ 27 აგვისტოს განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკიანმა, სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეკრებაზე.
”დღეს ჩვენ ნათლად ვაცხადებთ სომხეთის საგარეო პოლიტიკის სამ ფუნდამენტურ პრინციპს. სუვერენიტეტი. ამ პრინციპის ძირითადი ღერძია სომხეთზე ორიენტირება, უპირველეს ყოვლისა, სომხეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების, სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქის დაცვა, მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების ძირითადი პირობა არის სუვერენიტეტის პრინციპის დამკვიდრება.

სომეხთა ერთობა. ეს არის როგორც პრინციპი, ასევე საშუალება. ერთი შეხედვით, ეს ამბიციური პრინციპი ასახავს არა მარტო სომხეთს, როგორც ყველა სომეხთა ცენტრს და მოქმედების ღერძად ყოფნის გარემოებას , არამედ სომხური დიპლომატიის მხრივ სომხეთის, არცახის და მთელი მსოფლიოს სომხების, როგორც ერთიან ერთეულად განხილვის საჭიროებას, აქედან გამომდინარე ერთიანი ეროვნული დღის წესრიგით.
ურთიერთთანამშრომლობა: სომხეთი მზადაა თანაბარი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის ნებისმიერ სახელმწიფოსთან. სომხეთი გააგრძელებს მუშაობას რეგიონალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის და ამ მიზნით ითანამშრომლებს მეგობარ სახელმწიფოებთან და ყველა სხვა პარტნიორთან”,- აღნიშნა მნაცაკანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button