მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი. აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები განსხვავებულია

 სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები განსხვავებულია. ნიკოლ ფაშინიანმა ეს განცხადება სომეხ დიპლომატებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ერთმანეთის მსგავსად მიიჩნევს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირისა და ყარაბაღის კონფლიქტებს, რასაც ფაშინიანი პრობლემად თვლის.

”ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ამ საკითხებს შორის უზარმაზარი განსხვავების საჩვენებლად. ჩვენ მტკიცედ აღვნიშნავთ, რომ, მაგალითად, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობას კვლავ შეუძლია წასვლა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, ადგილობრივ ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვა, საჭირო საქონლის შეძენა, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაბრუნება, ხოლო რუსეთის მოქალაქეს ბაქოს აეროპორტიდან აგდებენ მხოლოდ სომხური წარმოშობის გამო. ეს უფრო მეტ წარმოდგენას ქმნის ყარაბახის საკითხის შესახებ, ვიდრე გრძელვადიანი ლექციები. ”- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button