
სომხეთის საგარეო პოლიტიკის მიზანია სომხეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დონის თანმიმდევრულად ამაღლება, ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური ოფისის და საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეკრების დროს.
”ამრიგად, ფორმულირდება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ამოცანა. ანუ სომხეთის სუბიექტურობის და მისი პრესტიჟის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ საკითხის გადასაჭრელად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია 2018 წელი სომხეთში არაძალადობრივი, ხავერდოვანი, სახალხო რევოლუცია, რომელიც გახდა გლობალური მოვლენა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. დემოკრატია უნდა გახდეს სომხეთის საგარეო პოლიტიკის ნომერ პირველი სავიზიტო ბარათი, და ჩვენი ამოცანაა ვუჩვენოთ მსოფლიოს, რომ სომხეთში დემოკრატია შეუქცევადია, რადგან იგი დაფუძნებულია და ემყარება ხალხის ცნობიერებას, ნებასა და მისწრაფებებს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ წრეს. აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ შემდეგი პრინციპი, რომელიც უნდა დაეხმაროს სომხეთის სუბიექტურობის ამაღლებას, არის სრულიად სომხობა.
”სომხეთის ელჩები იმ ქვეყნებში, რომლებშიც აკრედიტებულნი არიან უნდა წარსდგნენ, როგორც ყველა სომეხის წარმომადგენელი”, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.