ეკონომიკა

სომხეთის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. ფაშინიანი

სომხეთის მთავრობა ეკონომიკაში უმთავრეს მნიშვნელობას ანიჭებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, იმ პირობით, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამხედრო მრეწველების კავშირის წევრებთან და სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. ”გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ ასევე უნდა შეგვეძლოს ტექნოლოგიური ინიციატივების ჩვენება და ტექნოლოგიური სიახლეების წარმოება”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ გვჭირდება ცოდნაზე დაფუძნებული ინდუსტრიული ეკონომიკა, ამ ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი.

ნახეთ მეტი
Back to top button