სომხეთი, კვიპროსი და საბერძნეთი გააღრმავებენ თანამშრომლობას დიასპორის საკითხებზე

დიასპორის საკითხებზე კომისარი ზარეჰ სინანიანი 28 აგვისტოს კვიპროსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა კვიპროსის პრეზიდენტის საზღვარგარეთის და ჰუმანიტარულ საკითხებზე კომისარს ფოტიუ ფოტისს. სრ დიასპორის საკითხებზე კომისრის ოფისიდან აუწყებენ, რომ ფოტისმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა უკვე დამყარებულ ორმხრივ ურთიერთობებს, შეეხო ორი ქვეყნის დიასპორას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობას.
შეხვედრა გაგრძელდა სამმხრივ ფორმატში, მხარეებს შეუერთდა ასევე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერძნული დიასპორის საკითხებზე მოადგილე ანტონისი დიამატრისი. სომხეთი-საბერძნეთი-კვიპროსის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში დიასპორის საკითხებზე თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს სამი ქვეყნის დიასპორების ორგანიზებულ სტრუქტურებს, ორგანიზაციებსა და სათვისტომოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდული ქსელების შექმნა და შეხვედრების ორგანიზება, პროფესიული პლატფორმების შემუშავება, სამ ქვეყანას შორის ეკონომიკური, ტურიზმისა და საინვესტიციო კავშირების განვითარების ხელშეწყობა.