ტანერ აკჩამ. სომხების განადგურების შესახებ პირველი გადაწყვეტილება მიღებული იქნა 1914 წლის 1 დეკემბერს.

ცნობილი თურქი გენოციდის ექსპერტი ტანერ აქჩამი ოპოზიციურ მედია T24-ში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში შეეხო თურქულ არქივებში დაცულ ერთ დოკუმენტს, რომელიც დღემდე ოსმალეთის ყველაზე ძველი საბუთია სომეხთა მასობრივი განადგურების შესახებ.
1914 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული ეს გადაწყვეტილება მიიღო ერზრუმის ცენტრალურმა კომიტეტმა. იგი ეხება ვანისა და ბითლისის სომხებს. აღნიშნულია, რომ აუცილებელია სომეხთა ჯერ დაპატიმრება, ხოლო თავდასხმის შემთხვევაში ბითლისში გადასახლება და განადგურება. ეს გადაწყვეტილება გამოყენებული იყო არამარტო მამაკაცების, არამედ ქალებისა და ბავშვების მიმართაც.
ტანერ აკჩამი ასევე აღნიშნავს, რომ სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღეს 1915 წლის 15 თებერვალსა და 3 მარტს. თურქი გენოციდის ექსპერტი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებების არსებობის შესახებ მოწმობს ერითურქების პარტიის ”ერთობა და წინსვლა” ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ბეჰაედდინ შაქირი.
შაქირი 1915 წლის 3 მარტს კოლეგისადმი მიწერილ თავის წერილში სიტყვასიტყვით ამბობს: ”პარტიამ (İttihat ve Terakki Cemiyeti) გადაწყვიტა სამშობლო გაათავისუფლოს ამ დაწყევლილი ტომისგან (სომხებისგან), გაანადგუროს თურქეთში მცხოვრები ყველა სომეხი ისე, რომ არც ერთი სომეხი არ გადარჩეს, და ამ თვალსაზრისით მთავრობა უფლებამოსილია. ხოლო დახოცვისა და განადგურების შესახებ მთავრობა აუცილებელ მითითებებს მისცემს რეგიონებისა და ჯარის ხელმძღვანელებს. ”
ყველა ეს დოკუმენტი და მტკიცებულება ეწინააღმდეგება თურქეთის ოფიციალურ მტკიცებულებას, რომ სომეხთა განადგურების შესახებ პირდაპირი და მიზანმიმართული გადაწყვეტილება არასოდეს ყოფილა და რომ ვითომ სომეხთა წინააღმდეგ მოქმედებები სავარაუდოდ წინასწარ არ იყო დაგეგმილი.