საზოგადოება

ვირით ვისეირნოთ․ პაპა ტიგრანის უნიკალური ბიზნესი ბაკურიანში

საქართველოს კურორტ ბაკურიანში, სადაც ადგილობრივი სომხები წარმატებულ ბიზნესმენებად ითვლებიან, სამუშაო ადგილები აქვთ მეზობელი სოფლების მაცხოვრებლებსაც. დაახლოებით ხუთი კილომეტრის მოშორებით არსებულ სოფელ ანდეზიტის მკვიდრმა 70 წლის ტიგრან კაჩეიანმა აქ სამსახური იშოვა ვირის წყალობით. დილით ადრე კურორტ ბაკურიანში ბავშვები ყოველდღე ჩარბიან ეზოში, პაპა ტიგრანის ვირზე ჩამოკიდებული ჩამწერიდან გაჟღერებულ საბავშვო სიმღერების ხმაზე. მან ზაფხულში შეაგროვა საბავშვო სიმღერები, ვირი აღჭურვა სათვალეებით და სხვა აქსესუარებით, და სამუშაოდ მოდის მეზობელი სოფლიდან. ბავშვებს ასეირნებს ვირით და ამით მინიმუმ  100 ლარს (დაახლოებით 16,000 დრამს) გამოიმუშვებს დღეში.

”აქ ყოველთვის უამრავი ბავშვია. პატარებს უყვართ, რომ ვირი პატარაა და ნელა დადის. აქ დამსვენებელი ბევრია, ჩვენთან არ არიან, რადგან სოფელში მიმავლი გზა ცუდია, მაგრამ ჩვენ ბაკურიანზე უკეთესი ბუნება გვაქვს”,- მოუთხრო პაპა ტიგრანმა რადიოლურს.

დაახლოებით 500 მაცხოვრებლის მქონე ანდეზიტის თემში ბევრმა სამუშაო ვერ იშოვა, მაგრამ 70 წლის პაპა ტიგრანი  ამბობს, რომ მისი სამუშაო მუდმივია, რადგან ის ერთადერთია, ვინც ბავშვებს ცხენის მაგივრად ვირს სთვაზობს გასასეირნებლად, გარდა ამისა, ბაკურიანში მთელ სეზონზე ხალხმრავლობაა. ზამთარში დამსვენებლები მოდიან თხილამურებზე სასრიალოდ, წლის სხვა დროს კი, წიწვოვანი ხეებისა და სუფთა ჰაერისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button