საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტის დეპუტატებს წარუდგინა სრ საგარეო პოლიტიკის სამი ძირითადი პრინციპი.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ეროვნული ასამბლეის დეპუტატებს წარუდგინა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის სამი ძირითადი პრინციპი. დეპუტატებთან შეხვედრა მოეწყო სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და უცხოეთის ქვეყნებში სრ დიპლომატიური სამსახურების ხელმძღვანელთა ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში.
”ჩვენ დავაფიქსირეთ ღირებულებების სამი სიბრტყე, რომელზედაც დაფუძნებულია ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ეს არის ცივილიზაციის ფასეულობები, ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა და თანამედროვე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფასეულობები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს ხალხს და ახალ ხარისხი მისცეს ხავერდოვან რევოლუციას და შემდგომში საპარლამენტო არჩევნების დროს. ამ კონფერენციის დროს ჩვენ ნათლად აღვნიშნეთ სრ საგარეო პოლიტიკის სამი ფუნდამენტური პრინციპი, რომლის გამოყენებითაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სომხეთის და სომეხი ხალხის ღირებულებები და ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე. ეს პრინციპები არის სუვერენიტეტი, საერთო სომხურობა და ურთიერთთანამშრომლობა, ”- აღნშნა მნაცაკიანმა.