სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა წაროადგინა ეკონომიკის ზრდის ორნიშნა რიცხვთან მიახლოებაზე მიმართული ნაბიჯები

სომხეთს აქვს მცირე ეკონომიკა, მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის შიდა მოცულობის ძალის გამოყენებით ვერ ვუზრუნველყოფთ ხანგრძლივ და მდგრად განვითარებას. ამის შესახებ სრ ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა განაცხადა სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრის ფარგლებში ორგანიზებულ “სომხეთის რესპუბლიკის განვითარების დღის წესრიგი” სახელწოდებით შეკრებაზე განხილვების დროს და დასძინა: ”აუცილებელია თანამშრომლობის დამყარება იმ ქვეყნებთან, რომლებიც საშუალებას მისცემენ სომხეთის საქონლისა და მომსახურების წარდგენას მეგობრულ ქვეყნებში ან საერთო ეკონომიკურ ტერიტორიებზე. ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების ტერიტორია დღეს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და, ვფიქრობ, ასევე იქნება ხვალ, როგორც ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების ექსპორტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება”.
მინისტრმა ხაზი გაუსვა როგორც ეკონომიკის, ასევე ექსპორტის და ბაზრების მრავალფეროვნობის მნიშვნელობას.
მან აღნიშნა, რომ სომხეთის ეკონომიკური ზრდის ხანგრძლივ მონაკვეთში ორნიშნა ციფრზე მიახლოებისთვის, ყველაფერი უნდა გაკეთდეს სომხეთში წარმოებული პროდუქტების უცხოურ ბაზრებზე საუკეთესოდ წარმოსადგენად.