
აუცილებელია გვესმოდეს, თუ როგორ უნდა გავხადოთ ბიზნესი მონაწილე თანამშრომლობის პლატფორმების ჩამოყალიბებაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.
მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია, უცხოელ პარტნიორებს წარვუდგინოთ სომხეთში არსებული რეალობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად განახორციელონ ბიზნეს-პროექტები.
”ჩვენ, როგორც სახელმწიფო ორგანოს, გვაქვს პოტენციალი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს-გარემოს წარმომადგენლებს შექმნან ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმები. ჩვენ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, რა გვინდა, როგორ ვაპირებთ ჩვენი რესურსების ყველაზე ეფექტურად გამოყენებას, რა ბაზრები გვაინტერესებს და სად არის ჩვენი რესურსების გამოყენების საჭიროება. კარგი მაგალითია ძლიერი ურთიერთკავშირი IT ასოციაციებს შორის. ასეთი ფორმატი უნდა იყოს წარმოდგენილი ეკონომიკის სხვა სექტორებშიც ”, – ხაზი გაუსვა ზოჰრაბ მნაცაკიანმა.