სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დონე მოსალოდნელზე დაბალია. ფაშინიანი

სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება კორუფციის სრულ აღმოფხვრასთან ბრძოლაში და თანმიმდევრულია ამ საკითხში. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ანტიკორუფციული პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე, ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის კორუფციული დანაშაულის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დონე მოსალოდნელზე დაბალია.
”კორუფციული დანაშაულის მოკვლევა, გამოძიება და მით უმეტეს კორუფციის გამო მიყენებული ზიანის აღდგენა არ მიმდინარეობს იმ მოცულობითა და მასშტაბით, რისი მოლოდინის უფლება აქვს საზოგადოებას” – აღნიშნა ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული განპირობებულია როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზებით, რომლებშიც პრიორიტეტულია ინსტიტუციური საკითხები.
”ჩვენ ამ მიმართულებით თანმიმდევრული უნდა ვიყოთ, რომ გავაძლიეროთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ინსტიტუციური სტრუქტურების შექმნით”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით უკვე ბევრი სამუშაოა გაკეთებული, კერძოდ, მთავრობამ მიიღო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია.