ეკონომიკა

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მე -2 ენერგობლოკი ენერგიის მიწოდებას განაახლებს სექტემბერში

სექტემბრიდან სომხეთის ატომური  ელექტროსადგურის მე -2  ენერგობლოკი  განაახლებს ენერგიის მიწოდებას. ამის შესახებ  30 აგვისტოს ჟურნალისტებთან  შეხვედრაზე განაცხადა სომხეთის ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა აშოტ მარტიროსიანმა.  

მისი სიტყვებით, ეს მოხდება უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობის დამატებითი გამოკვლევის შემდეგ.  ”კომიტეტი მომდევნო კვირაში განიხილავს სომხეთის ატომური  ელექტროსადგურის განცხადებას ელექტროენერგიის წარმოების განახლების შესახებ,” – დასძინა მან.
შეფასების სამუშაოები ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შეფასდება რესურსის არსებობა ატომური  ელექტროსადგურის  უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის 10 წლის განმავლობაში. სამუშაოს უმეტესი ნაწილი უკვე შერულებულია და გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.   

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ატომური  ელექტროსადგურის მე -2  ენერგობლოკის ექსპლუატაციის გახანგრძლივების პროექტი უკავშირდება რესურსის აღდგენას და 10 წლით სადგურის მუშაობის გახანგრძლივებას, ასევე ატომური ელექტროსადგურის  დონის და ეფექტურობის გაზრდას.

ნახეთ მეტი
Back to top button