
არცახის რესპუბლიკა 28 წლისაა. 1991 წლის 2 სექტემბერს სახალხო დეპუტატების მთიანი ყარაბაღის რეგიონალური და შაუმიანის რაიონული საბჭოების ერთობლივმა სხდომამ აღიარა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა (მყრ), ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონის და შაუმიანის რაიონის საზღვრებში.
ამრიგად, განხორციელდა უფლება, რომელიც ასახული იყო იმ დროისთვის მოქმედ კანონმდებლობაში, კერძოდ, 1990 წლის 3 აპრილს მიღებულ კანონში, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული ავტონომიების თვითგამორკვევის უფლებას, დამოუკიდებლად დაედგინათ საკუთარი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი სტატუსი საბჭოთა კავშირის შემადგენლობის დატოვების შემთხვევაში.
1991 წლის 10 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დაშლამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, მთიან ყარაბაღში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა – 99,89 პროცენტი აზერბაიჯანისგან სრული დამოუკიდებლობის მომხრე იყო. მას მოჰყვა საპარლამენტო არჩევნები, რომლის დროსაც არჩეულ იქნა მყრ-ის პარლამენტი და რომელმაც ჩამოაყალიბა პირველი მთავრობა. დამოუკიდებელი მყრ-ის მთავრობა შეუდგა თავისი მოვალეობების შესრულებას სრული ბლოკადისა და აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის პირობებში.
შექმნილ ვითარებაზე ბაქომ არ დააყოვნა რეაგირება. 1991 წლის 25 სექტემბერს შუშიდან პირველად ,,ალაზანის,, ტიპის რაკეტებით დაიბომბა სტეფანაკერტი. დაიწყო არცახის განმათავისუფლებელი ბრძოლა. ომის გრიგალში შეიქმნა სომხური არმია, რომელმაც შეძლო მთიანი ყარაბაღის ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
აზერბაიჯანის თხოვნით, 1994 წლის 12 მაისს, ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრების მიერ.