სპორტი
მხითარიანი ,,რომა’’-ში გადადის

სომხეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ლონდონის ,,არსენალი“-ს ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ,,რომა“-ში გადადის, – ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა ზოჰრაბ ეგანიანმა.
ის უკვე რომში იმყოფება ,,ფიუმიჩინოს“ აეროპორტში. დღეს ჰენრიხ მხითარიანი გაივლის სამედიცინო გამოკვლევას ,,რომა“-სთვის.
მხითარიანი 2018 წლის იანვრიდან გამოდის ლონდონის არსენალის შემადგენლობაში, სადაც გადავიდა ,,მანჩესტერ იუნაიტედი“-დან. “არსენალმა” ჯამში 59 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და განახორციელა 13 საგოლე გადაცემა.
მიმდინარე სეზონში, მხითარიანმა ჩემპიონთა ლიგაში არსენალის 4 მატჩიდან სამი თამაშში ჩაატარა და მხოლოდ ერთ თამაშში მოედანი დატოვა საწყისი წუთიდან.