პოლიტიკა

ნ. ფაშინიანი. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური ან მხოლოდ სამხედრო გზით არ შეიძლება

ყარაბაღის საკითხი არ შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ დიპლომატიური ან მხოლოდ სამხედრო გზით. საჭიროა ფართო კომბინაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ძლიერ და კონკურენტუნარიან ეკონომიკაზე, ძლიერ საზოგადოებაზე და წამყვანი ტექნოლოგიების მქონე ქვეყანაზე. ამის შესახებ Nouvelle d’Arménie ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

 ”მე ბევრჯერ მითქვამს, ჩვენი გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ჩვენმა პოტენციურმა მოწინააღმდეგემ გააცნობიეროს, რომ ჩვენ, როგორც ხალხი, ვართ იმდენად ერთიანი, როგორც საზოგადოება- ისე გაერთიანებული და  როგორც სახელმწიფო- ისეთი ძლიერი, რომ აზრი არ აქვს ჩვენთან ბრძოლას, რადგან ამას მოჰყვება ერთადერთი დასასრული, მათი დამარცხება. ერთმანეთის დამშვიდება ან დარწმუნება არ არის საჭირო. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს პრობლემა  და ეს პრობლემა ყველას ეხება. ეჭვგარეშეა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მთავრობისა და თავად პრემიერ მინისტრის პრიორიტეტია. ჩემს საქმეს ვხედავ არა მხოლოდ ეროვნული ძალების გაერთიანებაში; არ არის საჭირო გავერთიანდეთ მხოლოდ გაერთიანებისთვის. ჩემი ამოცანაა შევქმნათ რეალური შესაძლებლობები ჩვენი ეროვნული პოტენციალის გაერთიანებისა და განვითარებისთვის. ”- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button