არცახსა და სომხეთს სამშვიდობო დღის წესრიგის გასაუმჯობესებლად საკმარისი შესაძლებლობები აქვს. ზ.მნაცაკანიან

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა სტეფანაკერტში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე კომენტარი არ გააკეთა სომხეთსა და არცახს შორის სამხედრო – პოლიტიკური ალიანსის ხელმოწერის საკითხზე. მოლაპარაკების პროცესზე საუბრისას, მინისტრმა თქვა: ”მე როგორც მოლაპარაკების პროცესის უშუალო მონაწილემ და ამ მიმართულებით მომუშავემ, მინდა პირველ რიგში ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ყარაბაღის საკითხი უპირველეს ყოვლისა ჩვენი თანამემამულეების ეგზისტენციალური ფიზიკური უსაფრთხოების საკითხია. ეს ყველა ჩვენგანისათვის უმთავრესი, ეროვნული საკითხია. არის აქედან გამომდინარე სტატუსის საკითხი. ორივე ერთად აყალიბებს ჩვენს მნიშვნელოვან პრიორიტეტებს. ამ კონტექსტში, მშვიდობიანი მოგვარების პროცესის ფარგლებში, ვაწარმოებთ პოლიტიკას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამ პუნქტს დაჟინებით მოვითხოვთ, ვეყრდნობით რწმენას, რომ არცახსა და სომხეთს საკმარისი შესაძლებლობები აქვს სამშვიდობო დღის წესრიგის გასაუმჯობესებლად. ”