მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და არცახის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საგარეო პოლიტიკის საერთო დღის წესრიგი

სტეფანაკერტში გაიმართა არცახის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების ცენტრალური აპარატების,   თავისი ფორმატით პირველი ერთობლივი თათბირი,  უცხოეთში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების ხელმძღვანელების მონაწილეობით.

თათბირის დროს სიტყვით გამოვიდნენ არცახისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მასის მაილიანი და ზოჰრაბ მნაცაკანიანი. არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები, მისი საერთაშორისო აღიარების პროცესი და ყარაბაღის ხელისუფლების პოზიცია აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე.

კერძოდ, აღნიშნა, რომ არცახის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებამ, ისევე როგორც გარკვეულმა მსოფლიო ტენდენციებმა, რომლის მიხედვითაც, ხალხთა თვითგამორკვევის უფლების განხორციელება განიხილება, როგორც ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების საფუძველი,  ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები გახსნა აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არცახის აღიარების საერთაშორისო  პროცესში არსებულ დადებით ტენდენციებს საჭიროა  მიენიჭოს სტაბილური და შეუქცევადი ხასიათი.

ნახეთ მეტი
Back to top button