პოლიტიკა

სრ სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსმა მიიღო საქართველოს კონსული

სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსმა, იუსტიციის გენერალ-მაიორმა ართურ გოიუნიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს კონსული სოზარ კვინჩია, უკანასკნელის ინიციატივით.

როგორც იუწყებიან სომხეთის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების სამსახურიდან, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს სომხეთის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელის მომხდელი საქართველოს მოქალაქეების უფლებების განხორციელებისა და შენახვის პირობები, განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ამ წელს უკანასკნელთა რიცხვი შემცირდა გასულ წელთან შედარებით. ასევე გამოიკვეთა შემდგომი თანამშრომლობის გზები.
სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსმა ა.გოიუნიანმა აღნიშნა, რომ სრ  იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებულ ქართველ პატიმრებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემური სიტუაციის გადაჭრა ხდება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
შეხვედრის დასასრულს კონსულმა მადლობა გადაუხადა სამსახურის უფროსს მუდმივი დახმარების აღმოჩენისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ დაკავებული და მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

ნახეთ მეტი
Back to top button