ეკონომიკა

არმენ სარგსიანის მოწვევით სომხეთში ჩამოდის კომპანია ,,თალესის ჯგუფის“ დელეგაცია

სწრაფად ცვალებად სამყაროში  გამოცდილების, ნიჭის და კულტურის გაერთიანება ისეთი მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დასაპროექტებლად და შესაქმნელად, რაც ცხოვრებას უკეთესს და უსაფრთხოს გახდის. ასეთია ფრანგული წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის “Thales Group” – ის დევიზი, რომლის დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში ჩამოვიდა სრ პრეზიდენტ არმენ სარგსიანის მოწვევით.

Thales Group– ის დელეგაციას შეხვედრა ექნება სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან, მოინახულებს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს, კერძოდ ,,სინოფსის არმენიას“, კომპანია BetConstruct, შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს, შეხვდება სომხური სტარტაპების წარმომადგენლებს, შეისწავლის მაღალტექნოლოგიურ სფეროში სომხეთის გამოცდილებას და დაფიქსირებულ წარმატებებს.

კომპანია  ,,Thales Group“ საქმიანობას ავრცელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და დაკავებულია ელექტრო სისტემების დიზაინითა და მშენებლობით, უზრუნველყოფს მომსახურებას საავიაზიო-კოსმოსურ, თავდაცვის, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების ბაზრებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button