მთავრობაში შედგა ამულსარის პროგრამის შესახებ რიგითი განხილვა.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით მთავრობაში დღეს გაიმართა კონსულტაცია ამულსარის პროგრამასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პრემიერ-მინისტრის აპარატი.
გარემოს დაცვის მინისტრმა ერიკ გრიგორიანმა შეაჯამა ზოგადი ვითარება და აღნიშნა, რომ რიგ სფეროებში წარმოდგენილი საბაზისო მონაცემები არაზუსტი იყო.
საკითხთან დაკავშირებით გაიმართა მოსაზრებების გაცვლა, შეეხნენ ამულსარის გარემოზე ზემოქმედების ახალი შეფასების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს, საკითხის იურიდიულ ასპექტებს, ეკოლოგიის ახალი ფაქტორების წარმოქმნას და ა.შ.
შეაჯამა რა განხილვა, პრემიერ-მინისტრმა დაინტერესებულ ყველა დეპარტამენტსა და ინსტიტუტებს დაავალა, კოორდინირებულად იმუშაონ ყოვლისმომცველი ანალიზისა და წინასწარი გამოძიებისთვის სრულყოფილი მონაცემების უზრუნველსაყოფად.