ჩინეთის მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სომხეთის მონაწილეობას ინიციატივაში ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“.

ვიცე-პრემიერ მინისტრმა მჰერ გრიგორიანმა სომხეთის რესპუბლიკაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თიან ერლუნთან შეხვედრის დროს მნიშვნელობა მიანიჭა სომხეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში.
როგორც იუწყებიან ვიცე-პრემიერ მინისტრის კანცელარიიდან, ელჩმა ვიცე პრემიერ მინისტრს გადასცა ჩინეთის მხარის დაინტერესება სომხეთში მცირე და საშუალო ბიზნესის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და წარმოადგინა ის ძირითადი სფეროები, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის გაფართოება. ხაზი გაუსვა რა სომხეთის ისტორიულ პოზიციას აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით, ელჩმა მნიშვნელოვნად მიიჩნია სომხეთის მონაწილეობა ჩინეთის ინიციატივაში “ერთი სარტყელი, ერთი გზა”.
მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ორმხრივი დაინტერესების მქონე სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების შესახებ, ასევე ხაზი გაუსვეს ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებით სომხეთ-ჩინეთის ერთობლივი კომისიის საქმიანობის გააქტიურებას და კომისიის სხდომაში აქტუალური საკითხების ჩართვას.