ეკონომიკის მინისტრმა ფრანგულ ,,თალესის ჯგუფთან“ განიხილა სომხეთში საქმიანობის პერსპექტივები

სრ ეკონომიკის მინისტრი ტიგრან ხაჩატრიანი შეხვდა ფრანგული კომპანიის ,,თალესის ჯგუფის“ წარმომადგენლებს. ამის შესახებ იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო.
კომპანიის წარმომადგენელმა პოლ რემიმ აღნიშნა, რომ დელეგაცია აფასებს სომხეთში არსებულ შესაძლებლობებს აქ საქმიანობის გავრცელებისა და პროექტების განხორციელების მიზნით. გათვალისწინებულია შეხვედრები სამთავრობო უწყებებთან, ასევე სომხურ კომპანიებთან, რომლებიც მოქმედებენ ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.
შეხვედრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალტექნოლოგიური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ განაგრძონ მსჯელობა თანამშრომლობის სფეროს შესახებ.
Thales Group არის ფრანგული კომპანია, რომელიც ავითარებს ელექტრონულ სისტემებს და უზრუნველყოფს მომსახურებას საავიაციო, კოსმოსურ, თავდაცვის, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სფეროებში.