მთავარიპოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მინსკში წარმოადგინა საზღვრის ეფექტური მართვის სომხეთის გამოცდილება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არტაკ აპიტონიანმა მონაწილეობა მიიღო 3-4 ივნისს მინსკში, ბელორუსის რესპუბლიკისა და გაეროს მიერ ერთობლივად ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „ტერორიზმთან დაპირისპირება  ინოვაციური მიდგომებით და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით“.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იტყობინობიან, რომ სიტყვით გამოსვლისას, აპიტონიანი შეეხო ტექნოლოგიების წინსვლის პარალელურად განვითარებულ გამოწვევებს და ტერორისტების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საფრთხეებს.  

მან ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოების უპირველესი როლი ორმაგი მნიშვნელობის მქონე უკანასკნელი ინოვაციური მიღწევების გავრცელების კონტროლსა და ტერორისტების მიერ მათი შესაძლო წვდომის თავიდან აცილებაში,  რაც უფრო სარისკოა იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოება მობილიზებულია ეროვნული, რელიგიური დისკრიმინაციის ხელშემწყობი სახელმწიფოებრივი პოლიტიკით.

არტაკ აპიტონიანმა წარმოადგინა საზღვრების ეფექტური მართვის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სომხეთის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ მიმართული  ბოლოდროინდელი ინიციატივები, ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო მცდელობების შესადაგების სასიცოცხლო აუცილებლობა.


ნახეთ მეტი
Back to top button