პოლიტიკა

სომხეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმდება რეადმისიის შესახებ შეთანხმების ოქმი

სომხეთის მთავრობა განიხილავს სომხეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის  “სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის  უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების ოქმის ხელმოწერის შესახებ წინადადების დამტკიცების საკითხს.

ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყებას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად და ხაზს უსვამს სომხეთის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ევროკავშირის ქვეყნებში უნებართვო სტატუსით მცხოვრები თავისი მოქალაქეების დაბრუნებას. ამ მიზნით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ცდილობს წარმატებით განახორციელოს უკან დაბრუნების, მათ შორის, რეადმისიის შესახებ შეთანხმებების შესრულების პროცესი.

ნახეთ მეტი
Back to top button