საზოგადოება
სომხეთში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა 12.1% -ით გაიზარდა

2019 წლის პირველ ნახევარში სომხეთს ეწვია 770 ათასი ტურისტი. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელმა სუსანა საფარიანმა.
”2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტები გაიზარდა 12.1% -ით. 2018 წელს სომხეთში ჩამოვიდა 3.7 მილიონი ადამიანი, რომელთაგან 1,5 მილიონი ტურისტი იყო.
ძირითადად ჩვენ ქვეყანას სტუმრობენ მეზობლები და იმ ქვეყნებიდან სადაც დიდი სომხური დიასპორაა, როგორიცაა: რუსეთი, საქართველო, აშშ, ირანი, გერმანია და სხვა ქვეყნები, ”- აღნიშნა საფარიანმა.
მისი სიტყვებით, მიმდინარეობს მუშაობა ევროპიდან სომხეთში მეტი ტურისტის მოსაზიდად.