ეკონომიკა

საფრანგეთის უდიდესი კომპანიებისათვის სომხეთი დიდი ბაზარია: Thales-ი აჯამებს ვიზიტის შედეგებს

 წამყვანი ფრანგული ტექნოლოგიური კომპანია „Thales Group“-ი  აგრძელებს სომხეთის შესწავლას და იმ მიმართულებების გამოყოფას, რომლებმაც  შესაძლებელია საფუძველი ჩაუყაროს სომხეთ-საფრანგეთის თანამშრომლობის ახალ ფორმას.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, რეგიონულმა დირექტორმა პოლ რემმა სომხეთში ვიზიტის ბოლოს ჟურნალისტებს განუცხადა: „არსებობს თანამშრომლობის ძალიან კარგი პერსპექტივები . ჩვენ ვაპირებთ სომხეთის ეკოსისტემასთან ვითანამშრომლოთ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ განვსაზღვროთ რეალური და ხელშესახები მიმართულებები“.

როგორც თანამშრომლობის პოტენციური მიმართულება, რემმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის სფეროს.

ის დარწმუნებულია, რომ სომხეთი მდიდარია რესურსებით. „როგორც მაღალტექნოლოგიური კომპანია, ჩვენ სომხეთს  აღვიქვამთ დიდ ბაზრად. სომხეთი პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას აქვს ძალიან ძლიერი საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური საფუძვლები, ხოლო Thales- ის კომპანიისთვის ეს დიდი უპირატესობაა, ”- თქვა რემმა.

ნახეთ მეტი
Back to top button